წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლისა და ექსპოჯორჯიას ერთობლივ პროექტს - კომაროვის მათემატიკის ფესტივალი 2018!

წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლისა და ექსპოჯორჯიას ერთობლივ პროექტს - კომაროვის მათემატიკის ფესტივალი 2018, რომელიც ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში 2018 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება!


ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს (გარდა მათემატიკური სკოლებისა). თითო სკოლას უფლება ექნება წარმოადგინოს ერთი გუნდი. 2017 წლის ფესტივალის მონაწილე სკოლებს შეუძლიათ წარმოადგინონ 2 გუნდი.


ფესტივალი შედგება ორი ტურისგან - ნახევარფინალი და ფინალი, სადაც წარმოდგენილი იქნება მე-8 კლასის ჩათვლით პროგრამიდან ამოღებული ამოცანები/კითხვები.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში,  გთხოვთ შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 დეკემბერი.

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ, აქ. 


კომაროვის სკოლა და ექსპოჯორჯია გისურვებთ წარმატებებს!




ზემოთ